saqarTvelos mwvervalebi - zilgaxoxi

 

ზილგახოხი - მწვერვალი მაღრან-დვალეთის კავკასიონის მდინარეების სბისა და ჭელიათისწყლის (დიდი ლიახვის შენაკადები) სათავეებს შორის. სიმაღლე ზღვის დონიდან 2857 მ. აგებულია ზედაიურულ-ვალანჟინური მერგელებით, კირქვებით, კონგლომერატებით, თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით. კალთები ციცაბოა. დამახასიათებელია სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტი.